1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციალური დაცვის სოციალურ-დემოკრატიული მოდელი

გულისხმობს სახელმწიფოს წამყვან როლს მოსახლეობის სოციალურ დაცვაში. სახელმწიფო სოციალური დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს სრულ დასაქმებას და მოსახლეობის შემოსავლების დონის გათანაბრებას. აღნიშნული მოდელი პრაქტიკულად მუშაობს ევროპის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა შვეცია, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, შვეიცარია. ამ ქვეყნებში სოციალური სფეროს დაფინანსების საფუძველია განვითარებული სახელმწიფო სექტორი და გადასახადების ძალიან მაღალი დონე. შვეციაში, დანიაში და ფინეთში სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტზე მეტია. სახელმწიფო ხარჯების უდიდესი წილი მიდის სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მათ შორის, მნიშვნელოვანია ტრანსფერული ხარჯები, რომლის საშუალებითაც ეროვნული პროდუქტი გადანაწილდება მოსახლეობის ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების სასარგებლოდ. შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საერთო ეროვნულ დონეზე და სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს უმუშევრობის დონის მინიმუმამდე
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ნოემბერი, 2009.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9