1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფობ ფოთ ფოი ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოტ

ფორვარდული კონტრაქტები

ისტორიულად პირველი წარმოებული ფასიანი ქაღალდია, რომელსაც საფუძვლად უდევს ორმხრივი შეთანხმება მხარეებს შორის რაიმე აქტივის (საქონლის, ფასიანი ქაღალდების, ვალუტის) მოწოდებაზე განსაზღვრულ დროში და შეთანხმებულ ფასში. რადგანაც ისინი არ არიან საბირჟო ინსტრუმენტები, მათი დადება ხდება წარმოებული ფორმით და არ შეიძლება დაეთმოს მესამე მხარეს. ფორვარდული კონტრაქტები ორგანიზაციებს უფლებას აძლევს დაგეგმონ თავიანთი მსხვილი ხარჯები გარკვეული ვადით, აგრეთვე, ჰეჯირება გაუკეთონ თავიანთ მომავალ პროდუქციას განსაზღვრულ ფასში.
ფორვარდულ კონტრაქტებს შემდეგი დადებითი თვისებები ახასიათებს: შესაბამისი აქტივის რეალური ყიდვა ან გაყიდვა; გამყიდველის ან მყიდველის დაზღვევა ფასების არასასურველი ცვლილებებისგან.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ოქტომბერი, 2009
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9