1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სადაზღვევო აგენტი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით, მზღვეველის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი შრომის ანაზღაურება ხდება საკომისიოს საფუძველზე. ეკონომიკური თვალსაზრისით, სადაზღვევო აგენტი მჭიდროდაა დაკავშირებული მზღვეველთან, რომლის ინტერესებსაც წარმოადგენს. მზღვეველსა და აგენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება ხელშეკრულებით და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით. სადაზღვევო აგენტი გამუდმებით უნდა ზრუნავდეს სადაზღვევო პროდუქტების პოპულარიზაციაზე და ხელშეკრულებების დადებაზე, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი გასამრჯელო.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ოქტომბერი, 2009
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9