1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სადაზღვევო ბროკერი

ფიზიკიური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას.
სადაზღვევო ბროკერი, როგორც დამოუკიდებელი შუამავალი დგას დამზღვევის მხარეს. მისი ამოცანაა დაზღვევისთვის გაცხადებული რისკების შეფასება, ანალიზის საფუძველზე სადაზღვევო დაცვის სათანადო მოცულობის განსაზღვრა, მზღვეველის მოძიება, რომელთანაც შესაძლებელი იქნება რისკების დაზღვევის განთავსება დამზღვევისთვის ყველაზე ხელსაყრელი და საიმედო ფორმით. ბროკერი აბსოლუტურად თავისუფალია მზღვეველის შერჩევისას. ეკონომიკის სხვა სფეროებში მომუშავე ბროკებისგან განსხვავებით, სადაზღვევო ბროკერები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საკუთარი კლიენტის ინტერესების შესაბამისად. მან საკუთარი ინიციატივით უნდა გააანალიზოს რისკი – არ უნდა დაელოდოს დამზღვევის მხრიდან სათანადო მოთხოვნას, დაუყონებლივ აცნობოს მას საკუთარი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს შუალედურ და საბოლოო შედეგებზე, რაც მან რისკის დაზღვევის განთავსებისთვის განახორციელა.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ოქტომბერი, 2009
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9