1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჟა ჟე ჟი ჟუ
ჟურ

ჟურნალისტური სტანდარტი

ჟურნალისტიკის პრესტიჟის უმთავრესი დასაყრდენი ფაქტორი მისმიერვე დადგენილი პასუხისმგებლობის ნორმა და კარგი საზოგადოებრივი სერვისისკენ სწრაფვაა. სწორედ ამ ამოცანის მისაღწევად, ტრადიციული დემოკრატრიის ქვეყნებში, მოქმედებს თავად ჟურნალისტების მიერ შემუშავებული ეთიკის ნორმები. 2003 წელს საქრთველოში მოქმედი მედია საშულებების წარმომადგენელმა ჟურნალისტებმაც შეიმუშავეს ასეთი ნორმები და ხელი მოაწერეს მედიის პროფესიულ სტანდარტს. ამ სტანდარტის თანახმად მედია აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ფლობდეს დროულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას. ჟურნალისტი აღიარებს ვალდბულებას საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი, მიუკერძოებელი და უტყუარი ინფორმაცია და დაიცვას პროფესიული სტანდარტი.
Source: პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა [რეკომენდაციები], თავისუფლების ინს-ტი,-თბ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9