1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაიუს იულიუს კეისარი

(ცეზარი) (100-44 ქ.წ.) - რომაელი პოლიტიკური მოღვაწე, სახელგანთქმული მხედართმთავარი. გალიის დაპყრობამ (58-51) მას სამხედრო დიდება და ჯარი მისცა; შემდეგ რომზე გაილაშქრა; თავისი მეტოქის პომპეუსის დამარცხების შემდეგ რომის ერთპიროვნული მმართველი-დიქტატორი და კონსული, უმაღლესი ქურუმი და იმპერატორი გახდა. ცეზარმა ძირფესვიანად შეცვალა რომის სახელმწიფო ინსტიტუტები, აღადგინა წესრიგი იტალიაში, იგი მფარველობას უწევდა ხალხს, თუმცა წარმოშობით არისტოკრატი იყო. ვერ იტანდა არისტოკრატიას და დემოკრატიას, თუმცა, დემაგოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, კვლავ შექმნა სულას მიერ განადგურებული დემოკრატიული პარტია. ცეზარს სძულდა რელიგია, თუმცა რომის სახელმწიფოს უმაღლესი ქურუმი იყო. იგი ილტვოდა სენატის ძალაუფლების დამხობისაკენ. რომის დემოკრატია მან სენატზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენა. ამის გამო სენატის არისტოკრატთა შორის მოეწყო შეთქმულება მის წინააღმდეგ და იგი მოკლეს შუა სენატში.
Source: კანონთა გონი / ფრანგ. თარგმნა დ. ლაბუჩიძემ; [შესავ. წერილი ნ. ნათაძის; რედ.: რ. ფეიქრიშვილი]. - თბ.: Cippd, 1994. - 864გვ.; 20სმ.. - ფ.ა.[MFN: 8242]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9