რიტორიკის სამ სახეობათაგან ერთ-ერთია, რომელიც არისტოტელესეული დაყოფიდან მოყოლებული (Arist. Ars Rhetorica, I,3,1358b) გავრცელებული იყო რიტორიკის ელინისტურ და ბიზანტიურ თეორიებში. აღნიშნავს საჩვენებელ, სადღესასწაულო სიტყვას, რომელიც, იგულისხმება, რომ სულისათვის მარგებელ შინაარსს არ შეიცავს და მხოლოდ გარეგნული საჩვენებელი რიტორიკული სამკაულებით იმოსება.
Source: წახნაგი, – 2009, – №1 - (ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული, რედ. მ. ღაღანიძე)