1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კაბალა

  1. ებრაელთა სამშობლოდან განდევნის შემდეგ იუდაიზმში მისტიკური მიმდინარეობები გავრცელდა საერთო დასახელებით კაბალა (გადმოცემა). კაბალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრი XVII საუკუნეში გალილეის ქალაქ ცფათში ჩამოყალიბდა რაბინ იცხაკ ლურიას, ანუ არის (1536–1572) ხელმძღვანელობით. კაბალისტები თორისა და სხვა წმიდა წიგნების საკრალური აზრის წვდომას ცდილობდნენ, რაც, მათი აზრით, ღმერთისა და მისი განგების სიმბოლურ აღწერაში იყო ჩადებული. მათ განავითარეს მოძღვრება სფირონის – საკრალური ღმერთის ათი ჰიპოსტასის შესახებ, რომლის თანახმად, თითოეულ ჰიპოსტასს თავისი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს. ეს თვისებები დინამიკურად თანაარსებობენ და მატერიალურ სამყაროს განაგებენ. კაბალისტები თავიანთ მთავარ თხზულებას ზოჰარს (ნათება) ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორსაც თორასა და თალმუდს. კაბალამ სხვა მისტიკური სკოლების განვითარებაზეც იქონია გავლენა, უპირველეს ყოვლისა, ხასიდიზმზე, რომელიც მე–18 საუკუნეში აღმოცენდა და ვოლინის, პოდოლისა და გალიციის ებრაელებს შორის გაიჩინა მიმდევრები.
    Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული/რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
  2. წიგნი, რომელმაც იუდაიზმის ისტორიაში თვალსაჩინო როლი შეასრულა. მას საფუძვლად დაედო რელიგიური ზეპირგადმოცემები. ამაზე მიანიშნებს თვით ტერმინი - კაბალა (ებრ. კაბ. ,,გადმოცემა’’). ეს წიგნი თარიღდება XIII -XIV სს-ით. მას ახასიათებს მისტიციზმი და ზოგიერთი თეოლოგიური საკითხების თავისებური ინტერპრეტაცია. მის მიმდევრებს სწამთ სულების გარდასახვის შესაძლებლობა (მეტემფსიქოზი), რის გამოც, როგორც ამბობენ, კაბალისტური მისტიკა იქცა ჯადოქრობისა და მაგიის იარაღად.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9