1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პით პილ პირ პიტ პიუ

პირდაპირი დემოკრატია

  1. მმართველობის ისეთი ფორმაა, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლების რეალიზება ხდება პირდაპირი წესით მოქალაქეთა მთელი ერთობლიობის მიერ, რომლებიც უმრავლესობის წესის პროცედურებს ექვემდებარებიან. ასეთი მოდელი განხორციელებადია მხოლოდ უკიდურესად პატარა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში. შესაბამისად არც ერთი თანამედროვე დემოკრატიული სისტემა სრულად არ ეფუძნება პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებს, თუმცა გარკვეულწილად შეიცავს მის ცალკეულ ელემენტებს. პირდაპირი დემოკრატიის ინსტიტუტების მაგალითებია რეფერენდუმი, საერთო-სახალხო გამოკითხვა (პლებისციტი), სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა და ა.შ.
    Source: ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3: [ფ.ა.][MFN: 30981]
  2. სახალხო თვითმმართველობა, რომელიც ხასიათდება მოქალაქეთა პირდაპირი და მუდმივი მონაწილეობით სამთავრობო ფუნქციების აღსრულებაში.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9