1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წამ წარ წაყ წაშ წაწ

წარმომადგენლობითი დემოკრატია

  1. მმართველობის ისეთი ფორმაა, სადაც ხალხის უფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ხორციელდება არა უშუალოდ, არამედ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული წარმომადგენლების მეშვეობით. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ორი ძირითადი ელემენტია მმართველთა გამიჯვნა მართვის ობიექტებისგან და პერიოდული არჩევნები, როგორც ხალხის მიერ მმართველთა კონტროლის საშუალება.
    წარმომადგენლობითი დემოკრატია ასოცირებულია მმართველობის ორ ძირითად სისტემასთან: საპარლამენტო და საპრეზიდენტო დემოკრატიასთან.
    Source: ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3: [ფ.ა.][MFN: 30981]
  2. დემოკრატიის შეზღუდული და არაპირდაპირი სახეობა, რომელიც ეფუძნება იმათ შერჩევას (ჩვეულებრივ, არჩევნების გზით), ვინც ხალხის სახელით მართავს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9