1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნივ ნიკ ნირ ნიშ ნიც ნიჰ

ნივთი

  1. ნივთი - ნივთებს, საგნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის. შეიძლება ითქვას, როომ ცივილიზაციის ისტორია გარკვეულწილად „ნივთების“ შექმნის, ცვლილების, განვითარების და გააზრების ვრცელი და იდუმალებით მოცული ამბავიცაა, რადგან „ნივთებმა“ უხსოვარ დროშივე გადალახეს უტილიტარული მნიშვნელობის ფარგლები და შეიჭრნენ ადამიანის წარმოსახვაში, როგორც გარკვეული იდეის აღმნიშვნელი და ესთეტიკური ღირებულების მქონე მხატვრული ელემენტები. „ნივთს“ – სათქმელის ზუსტად, ნათლად, ხელშესახებად გამოხატვის საშუალებას - იყენებს ფოლკლორი, მითოლოგია, ლიტერატურა, მხატვრობა... შეიძლება გავიხსენოთ უამრავი შემთხვევა, როდესაც „ნივთები“, „საგნები“ იკავებენ ცენტრალურ ადგილს მხატვრულ ნააზრევში, მათ გარშემო ნელ-ნელა იქსოვება მხატვრული ქსოვილი, ვითარდება მოვლენები და სწორედ ნივთები გამოხატავენ ნაწარმოების იდეას, ფილოსოფიურ საფუძველს, ესთეტიკურ კონცეფციას.
    Source: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (II საერთაშორისო სიმპოზიუმი) (ნაწილი II) - თბ, 2009 – რედ.: ირმა რატიანი
  2. ფილოსოფიური გაგებით იგი გულისხმობს ნებისმიერ საგანს, რასაც შევიგრძნობთ. სამართლებრივი გაგებით კი ნივთის ცნება უფრო ფართოა. სამოქალაქო სამართლის მიხედვით, „ნივთი არის ბუნების ან ადამიანის მიერ შექმნილი მატერიალური სამყაროს ისეთი ფასეულობა, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის რაიმე მოთხოვნილებას და რომლის გამოყენებაც მას შეუძლია“. ნივთი შეიძლება იყოს უძრავი და მოძრავი.
    Source: ინტელექტუალი №5, - [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2007. - ISSN 1512-2530
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9