1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გარგოლია

Fr. Gargouille ყელი
L. gurgulio ხორხი
ქვაში ან ხეზე ამოტვიფრული ფიგურაა, ცხოველის ან ადამიანის თავი ტორსით ან ტორსის გარეშე, რომელსაც გროტესკული ხასიათი აქვს. იგი ძირითადად გუთური სტილის შენობების მაღალ ნაწილში ან სახურავის კიდეშია მოთავსებული. წვიმიან ამინდში ხშირად დაინახავთ თითოეული გარგოლიის პირიდან გადმოღვრილ წყალს. საუკუნეების მანძილზე ეს გარგოლიის მთავარ ფუნქციად ითვლებოდა: მისი პირიდან გადმოისხმებოდა წვიმა, რათა წყალს საძირკველი არ დაეზიანებინა, კედლები არ დაესველებინა და დაეცვა შენობის ფილები და ქვები ეროზიისაგან. გარგოლიას შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდა: მას გაუნათლებელი ადამიანები უნდა დაერწმუნებინა, რომ იგი ბოროტი სულებისაგან იცავდა ყველას და თავისი გროტესკულობით აფრთხობდა. ერთ-ერთი ადრეული გარგოლია, კლასიკური ბერძნული ნიღაბი, ათენში აკროპოლისზეა აღმოჩენილი.
გარგოლიები თავიანთი ექსპრესიული ჟესტებითა და გამომეტყველებით ყველას აჯადოებენ. ზოგიერთი უძველეს დროს ამოტვიფრეს ხეში, ზოგიც-მოგვიანებით, უმეტესობა შუასაუკუნეების სკულპტორების მიერ შეიქმნა. მნახველი ცდილობს ამოიცნოს ის საერთო აზრი, რაც ამ ფორმებს მიღმა იმალება, რომლებიც ხედავენ ყველაფერს, ყოველთვის და ყველგან...
ახსნა იმისა, თუ რა შეიძლება იყოს ეს არქიტექტურული ნიშანი, უფრო მომხიბვლელი, ვიდრე დამაჯერებელი, ამ ლეგენდაში შეიძლება მოიძებნოს:
დრაკონი, სახელად გარგოილი (La Gargouille) საფრანგეთში, მდინარე სენის ახლოს, გამოქვაბულში ცხოვრობდა. იგი ყლაპავდა გემებს, იწვევდა ქაოსს ჰაერის ერთი ამოსუნთქვით და იმდენ წყალს უშვებდა, რომ წყალდიდობები ხდებოდა.
დრაკონისაგან თავის დასაღწევად ქალაქ რუენის მაცხოვრებლები მას წლიურად თითო ცოცხალ მსხვერპლს უგზავნიდნენ; დრაკონს ქალწულები ერჩია, მაგრამ მას ბოროტმოქმედებს მიართმევდნენ. ქრისტეშობიდან 600 წელს, მღვდელი რომანუსი (ან რომაინ) ჩამოვიდა რუენში და ხალხს დაჰპირდა, რომ მოაგვარებდა საქმეს დრაკონთან, თუკი ქალაქის მაცხოვრებლები დათანხმებოდნენ, რომ მოინათლებოდნენ და ეკლესიას ააშენებდნენ. რომანუსმა ჯვრის ნიშანი გაუკეთა მას და დაამარცხა. გარგოილი დაწვეს, მაგრამ მისი თავი და კისერი არ დაიწვა, იგი საკუთარი სუნთქვის მხურვალებამ გადაარჩინა. დრაკონის ნარჩენები, რომლებიც ქალაქის გალავანზე აღმართეს, გარგოლიის ნიმუშად იქცა საუკუნეების მანძილზე
Source: კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა №7,– რედაქტორი:ინგა მილორავა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი,– თბილისი,– 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9