ფარნავაზ მეფე აარსებს კერპ არმაზს, რომელიც ჰგავს როგორც ირანულ აჰურამაზდას, ისე ბერძნულ-რომაულ ზევსსა და იუპიტერს, ოღონდ, მხოლოდ ჰგავს, მაგრამ დამოუკიდებელი, თავისთავადი სახის მქონეა. ჩანს, რეფორმამდე კერპთა ტრიადა უკვე არსებობდა, ოღონდ მასში არმაზის ადგილი ხეთურ-ლუვიურ არმას ეკავა.
Source: კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა №7,– რედაქტორი:ინგა მილორავა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი,– თბილისი,– 2004