1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

განდი მაჰათმა

1869 წელს ინდოეთში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამამისს ადგილობრივ პროვინციაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ის პრინციპულ ადამიანად იყო ცნობილი. განდი მისი მეოთხე ვაჟი გახლდათ, რომელიც მეოთხე ცოლისაგან შეეძინა (პირველ სამი გარდაეცვალა). ყველაზე თბილი გრძნობები მას დედასთან აკავშირებდა, რომელსაც იმ „უწმინდესს“ და „ღრმად რელიგიურ პიროვნებად“ მოიხსენიებდა, რომელიც დათქმულ სიტყვას არ გადავიდოდა. მოზარდობის პერიოდში იგი ქურდობდა, რასაც საკუთარ ოჯახს არ უმხელდა, თუმცა საკუთარი რწმენის კარნახით, ის ყოველთვის აღიარებდა დანაშაულს და პატიებას ითხოვდა. მას ახსოვს, მამის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც მან არა შიშის, არამედ სიყვარულის კარნახით, გულწრფელი აღიარებისა და სინანულის გამო დაიმსახურა. ინგლისში სამართლის სკოლაში სწავლისას მან ბჰაგავატგიტას კითხვა დაიწყო. ეს იყო ჰინდუს ენაზე დაწერილი ტექსტი, რომელიც თავისი მნიშვნელობით მუსულმანური ყურანისა და ქრისტიანული ბიბლიის ანალოგიურია. ორთოდოქსი ინდოელები გიტას იმ ისტორიული ბრძოლის აღმწერ ნაწარმოებად აღიქვამდნენ, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ შეეცადა ლიდერი სისხლისღვრის თავიდან აცილებას, მაგრამ როდესაც ღმერთმა მას საკუთარი მოვალეობა შეახსენა, იგი დათანხმდა, ძალადობრივი ქმედებებისთვის მიემართა. განდიმ, რომელიც არაძალადობრივი მეთოდების მომხრე იყო, ამ „ბრძოლაში“ იმ დუელის ალეგორია დაინახა, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ადამიანის სულში. ასე თუ ისე, ის ეთანხმებოდა უმოქმედობის „გიტა“-სეულ დაგმობას და ამავდროულად თავად არიდებდა თავს იმ ბოროტებას, რომელიც ქმედებებს სდევს თან.
Source: სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და არაძალადობრივი აქციები//თავისუფლება N7(19), - თავის. ინ-ტი. თბ., - 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9