1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სეპარატიზმი

  1. წარმოადგენს პოლიტიკურ მოძრაობას სახელმწიფოს შიგნით, რომელიც მიმართულია სახელმწიფოსაგან რომელიმე ტერიტორიული ნაწილის გამოყოფისაკენ. სეპარატიზმი შეიძლება ესწრაფვოდეს არა მარტო გამოყოფას, არამედ სხვა სახელმწიფოსთან შეერთებასაც. არსებობს სეპარატისტული მიმდინარეობების საკმაოდ მრავალრიცხოვანი სახესხვაობა. მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ეთნიკურ-რეგიონალისტურ საფუძველზე აგებული სეპარატისტული მოძრაობა როგორც წესი, სეპარატისტული მოძრაობა არ ყალიბდება უცებ, იგი რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების შედეგია. სეპარატიზმი ასევე ნაკლებად არის დაკავშირებული სახელმწიფოთა განვითარების დონესთან.
    თანამედროვე სეპარატიზმი ერთნაირად საშიში ტენდენცია გახდა არა მარტო განვითარებადი, არამედ ინდუსტრიულად განვითარებული სახელმწიფოებისათვისაც. განვითარებულ სახელმწიფოებში სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებას დიდად შეუწყო ხელი ეგოცენტრისტული, ინდივიდუალისტური იდეოლოგიის გავრცელებამ, რომელმაც ასევე გამოიწვია სამოქალაქო დემოკრატიის კრიზისიც. თანამედროვე დასავლეთში უკვე საკმაო ხანია სერიოზულად განიხილება საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლია გადაჭრას პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებული პრობლემები დემოკრატიის მოქმედმა, ტრადიციულმა ინსტიტუტმა, რომელიც ფორმირებული იყო აბსოლუტურად განსხვავებულ ეპოქაში.
    Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000 - 524გვ.; 24სმ. - ბიბლიოგრ.: გვ. 508-524. – : [ 15ლ.][M[MFN: 13996]
  2. პოლიტიკური წარმონაქმნიდან გამოყოფის ძიება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე იმედის დამყარებით.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9