1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეთი ეთნ

ეთნიკური ფედერალიზმი

ეთნიკური ფედერალიზმის დროს ერთმანეთს ემთხვევა სახელმწიფოს შინაპოლიტიკური და ეთნიკური საზღვრები. დღეისათვის არსებულ ფედერაციათა უმეტესი ნაწილი არ არის ეთნიკური. მაშასადამე, ამ ფედერაციულ სახელმწიფოთა შინატერიტორიული დაყოფისას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება სახელმწიფოს ეთნიკურ შემადგენლობას. არა-ეთნიკური ფედერაციული სახელმწიფოს ტერიტორია დაყოფილია არა ეთნოსებად ან მის ნაწილებად, არამედ ეთნიკურად „ნეიტრალურ“ ტერიტორიულ ერთეულებად, რომლებიც წარმოადგენენ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ერთობებს (აშშ, შვეიცარია, გერმანია, კანადა, ავსტრალია, ბრაზილია და ა.შ.).
ეთნიკური ფედერალიზმის მოდელი დღეისათვის გვხვდება ბირმასა და ინდოეთში. ეთნიკური და ტერიტორიული ფედერალიზმის კომბინაცია კი - ბელგიაში, რუსეთში ტერიტორიულ პრინციპზე აგებული ფედერაციებისაგან განსხვავებით ეთნიკური ფედერალიზმისათვის დამახასიათებელია ფედერალური კავშირის შედარებით არასტაბილური ხასიათი. 90-იან წლებში დაიშალა ეთნიკური ფედერალიზმის ისეთი კლასიკური ნიმუშები, როგორიც იყო სსრ კავშირი, იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია. ამ ისტორიული მაგალითების განზოგადების საფუძველზე ლიტერატურაში საკმაოდ სკეპტიკურად იქნა შეფასებული ეთნიკური ფედერალიზმის პერსპექტივებიც.
მრავალი ავტორის აზრით, ზემოაღნიშნული ქვეყნების გამოცდილებამ დაადასტურა ეთნიკური ფედერალიზმის მოდელის კრახი. თუმცა, უფრო სწორი უნდა იყოს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, სსრ კავშირის, იუგოსლავიის და ჩეხოსლოვაკიის დაშლა იყო არა ეთნიკური ფედერალიზმის, არამედ მხოლოდ კომუნიზმის კრახი. აღნიშნული ქვეყნები მხოლოდ ფორმალურად იყვნენ ფედერაციული.
ლიტერატურაში გავრცელებულია სრულიად საპირისპირო შეხედულება, რომლის თანახმადაც ეთნიკური ფედერალიზმი წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების ერთიან სახელმწიფო სტრუქტურაში ინტეგრირების ყველაზე ოპტიმალურ საშუალებას მართვის ფედერალურ სისტემაში ხალხთა განსხვავებული ჯგუფები წარმოადგენენ არა უმცირესობებს, არამედ სახელმწიფოს ჩამომყალიბებელ ხალხს. ეთნიკური ფედერალიზმი გაცილებით მაღალი ფორმაა, ვიდრე ავტონომიებად დაყოფილი, დეცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფო. ავტონომიის მოდელი, პირველ რიგში, უზრუნველყოფს უმცირესობათა მაქსიმალურ თვითმმართველობას მათთვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხებში. სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის ფედერალური მოდელის ძირითადი მიზანია განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების უზრუნველყოფა. ავტონომიური ერთეულებისაგან განსხვავებით, ფედერაციის სუბიექტი ფედერალური პალატის მეშვეობით მონაწილეობს საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე საკითხების გადაწყვეტაში.6 ავტონომიისაგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის არის მხოლოდ მთელის შემადგენელი ნაწილი, ფედერაციული სახელმწიფოს სუბიექტი წარმოადგენს არა მარტო დელეგირებულ (ფედერაციული სახელმწიფოს მხრიდან) წესრიგს, არამედ თვითონ არის ერთიანი წესრიგის წევრი (და არა მისი ნაწილი, როგორც ეს ავტონომიის შემთხვევაშია).
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000 - 524გვ.; 24სმ. - ბიბლიოგრ.: გვ. 508-524. – : [ 15ლ.][M[MFN: 13996]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9