1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოლიეთნიკური ფედერალიზმი

პოლიეთნიკური ფედერალიზმი შემთხვევაში, არც მთლიანად სახელმწიფო და არც მისი შემადგენელი ნაწილები არ წარმოადგენენ ეთნიკურად ჰომოგენურ ერთეულებს. უფრო მეტიც, საერთოდ უპერსპექტივოა მათი ჰომოგენურობის მიღწევის ამოცანაც. პოლიეთნიკური ფედერაციის მიზანია უზრუნველყოს ერთმანეთის გვერდით განსხვავებული ენებისა და კულტურების მშვიდობიანი თანაარსებობა და განვითარება. პოლიეთნიკურ ფედერაციულ სახელმწიფოებში ფედერალური სისტემა ასრულებს განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთდაკავშირების, ინტეგრაციის ფუნქციას. პოლიეთნიკური სახელმწიფო ეფუძნება ე.წ. პოლიტიკური ნების ერის იდეოლოგიას.
პოლიეთნიკური ფედერალიზმის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს შვეიცარია, სადაც საზოგადოებრივ ცნობიერებაში ეთნიკურობას არ ენიჭება დიდი როლი. შვეიცარიაში არაეთნიკური ფედერალიზმი არაპირდაპირ ასრულებს ხალხთა ჯგუფების დაცვის ფუნქციას. გერმანული ენობრივი ჯგუფის დაყოფა 16 კანტონურ ერთეულად ერთგვარად ამცირებს გერმანელების წონას (გერმანული ენობრივი ჯგუფი შეადგენს მთელი მოსახლეობის 74%-ს) ფრანგულ და იტალიურ ენობრივ ჯგუფებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ გერმანულენოვანი ჯგუფის რაოდენობრივი დომინანტის გამო ზოგიერთი ავტორი შვეიცარიას არც განიხილავს, როგორც პოლიეთნიკურ საზოგადოებას.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000 - 524გვ.; 24სმ. - ბიბლიოგრ.: გვ. 508-524. – : [ 15ლ.][M[MFN: 13996]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9