Gk. др.-греч. Άναξίμανδρος (ок.610-547/540 до н. э, 574 до н.э.), - იონიური სკოლის ფილოსოფოსი, მილეთის მკვიდრი. ანაქსიმანდრე საწყისად განუსაზღვრელს (άπειρον) ასახელებს, რომელსაც ხშირად უსასრულოსაც უწოდებენ. ამ დოქტრინის თანახმად, კოსმოსს, როგორც განსაზღვრულ წესრიგს, საფუძვლად რაღაც განუსაზღვრელი აქვს. ანაქსიმანდრეს ეს პოზიცია რაციონალურად გადმოგვცემს ტრადიციულ დოქტრინას, რომლის მიხედვითაც სამყაროს საწყისად ქაოსი მიიჩნევა. ტერმინი „საწყისი“ (άρχή) პირველად სწორედ ანაქსიმანდრემ გამოიყენა. მისი აზრით, ყველა საგანი განუსაზღვრელიდან მომდინარეობს განცალკევების, ანუ განსხვავების გზით: ცხელი და ცივი, მშრალი და სველი და ა.შ. ანუ ეს პრიმიტიული ერთის მსხვრევაა, რომელიც მისგან მომდინარე საგანთა შორის ბრძოლას წარმოქმნის. საწყისის განუსაზღვრელობას, ანუ უსასრულობას, ანაქსიმანდრეს აზრით, შეესაბამება უსასრულო სამყაროთა არსებობის დოქტრინა, ანუ დოქტრინა განუსაზღვრელი რაოდენობის სამყაროთა შესახებ, რომლებიც საგანთა შეუჩერებელი დაყოფის, ანუ გამრავლების შედეგია.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]