(586 или 585/560-528/525/502 до н. э., 550 до н.э.) - იონიური სკოლის ფილოსოფოსი. საწყისად ჰაერს ასახელებს. ჰაერი სასიცოცხლო ქროლვაა იმ დიდი ორგანიზმისა, რომელსაც სამყარო ეწოდება (ილოზოიზმი). ანაქსიმენეს აზრით, ყველა საგანი ჰაერის გაუხშების ან კონდენსაციის შედეგად იღებს დასაბამს: გაუხშებით ჰაერი ცეცხლად იქცევა, კონდენსაციით კი-მიწად და წყლად. ამგვარად ვიღებთ ოთხ ელემენტს, რომლებიც ძირეულ ადგილს დაიკავებენ სამყაროს შესახებ ბერძენთა დოქტრინაში. ეს ელემენტებია: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი-ყველაზე მძიმიდან ყველაზე მსუბუქისკენ, რომელიც ზევით მიილტვის.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]