1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰერაკლიტე ეფესელი

Gk. др.-греч. Ἡράκλειτος ὁ Ἐφέσιος
(ок.540 или 544/520-483/480/475/460 до н.э.; 504 до н.э.), - (მცირე აზია, VI ს-ის დას.) მის შესახებ მცირე ცნობები მოგვეპოვება. მას გაუგებარს (Εσωτεινός) უწოდებდნენ მის დოქტრინათა ბუნდოვანების გამო, რომლებმაც ბუნების შესახებ პოემის ფრაგმენტების სახით მოაღწია ჩვენამდე.
ჰერაკლიტე გარკვეულად აგრძელებს იონიურ ტრადიციას, თუმცა კი, როგორც მოაზროვნე, პიროვნულად განსხვავდება ამ მიმართულების სხვა წარმომადგენლებისგან. ჰერაკლიტეს შემთხვევაში ახალ იონიურ სკოლაზე შეიძლება საუბარი.
საგანთა და ფენომენთა მრავალფეროვნება განაცვიფრებს ჰერაკლიტეს და ის მას ბუნების კანონამდე აღამაღლებს. მისთვის, ანაქსიმანდრეს მსგავსად, ბუნება განუწყვეტელ ცვლილებაში, მოვლენათა მრავალფეროვნებაში მჟღავნდება. ყველაფერი ქმნადია, ამტკიცებს ჰერაკლიტე, ანუ, მდინარის მოძრაობის ანალოგიით, ყველაფერი მიედინება (παντα ρεί). ყველაფერში დაპირისპირება, პაექრობა, ომი, საწინააღმდეგოთა მოძრაობაა (დაბადება და სიკვდილი). „მდინარის ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევალთ“.
თუმცა ბრძოლაშიც არის ჰარმონია, ერთი-მოვლენებში ხილული ჰარმონია, მეორე კი - უხილავი, პირველზე აღმატებული და მისი წესი. ასეთი ჰარმონია გონებაში (λόγος) ბინადრობს, როგორც სამშვინველი, რომელიც სხეულის მოძრაობებს განაგებს. დაპირისპირება და ჰარმონია განუწყვეტელ დაძაბულობას იძლევა და სწორედ ის არის რაციონალური კანონი, ანუ ყოველივეს მიზეზი. საგანთა სწრაფვის თითქმის ხელშესახები გამოხატულების მისაღებად ჰერაკლიტე, ანტიკური იონიური სკოლის სწავლების თანახმად, საწყისს ცეცხლის, ანუ ყველაზე მოძრავი რეალობის სახით წარმოადგენს. კოსმიური ქმნადობის საწყისად-წესად-გონების აღიარებით ჰერაკლიტე ხაზს უსვამს ადამიანის როლს, რომელიც ფიქრობს ბუნების შესახებ, და ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრძნობებს, რომლებიც აღიქვამენ ბუნების მოძრაობას.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9