1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსევდო-დიონისე არეოპაგელი

დღესაც არაფერი ვიცით ეგრეთ წოდებული დიონისე არეოპაგელის, ზეციური იერარქიის ავტორის, შესახებ. ეს მცირე ზომის თეოლოგიური ტრაქტატი მხოლოდ რამდენიმე ფურცლისგან შედგება, თუმცა მას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად (მათ შორის, უკვე შუა საუკუნეებში) და მან უზარმაზარი გავლენა მოახდინა მისტიკურ და ასკეტურ აზროვნებაზე. როდესაც კარლოს დიდის დროს სამ სხვა ტრაქტატთან ერთად ზეციური იერარქია საბერძნეთიდან ევროპაში გავრცელდა, მათი ავტორობა ანტიკური ხანის დიონისეს მიაწერეს, რომელიც არეოპაგში წმინდა პავლეს ქადაგების მოსმენის შემდეგ ქრისტიანად მოექცა და ათენის პირველი ეპისკოპოსი იყო. ფსევდო-დიონისეს მიაწერენ 10 წერილისა და 4 ტრაქტატის ავტორობას. ესენია: „ზეციური იერარქია“, „საეკლესიო იერარქია“, „ღვთაებრივი სახელები“ და „მისტიკური თეოლოგია“.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9