1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. ანსელმო

XI საუკუნის სქოლასტიკოსთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა წმ. ანსელმო აოსტიდან. მისი შრომებიდან აღსანიშნავია Monologio და Proslogio. ანსელმო ავგუსტინეს პოზიციის - credo ut intelligam - მიმდევარია, მაგრამ უნივერსალიათა საკითხში გადაჭარბებული რეალიზმისკენ იხრება. ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით წმ. ანსელმო ავგუსტინეს არგუმენტებს იშველიებს, მაგრამ Proslogo-ში ცნობილი ონტოლოგიური არგუმენტი მოჰყავს, რომლის მეშვეობითაც ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად საწყის იდეად ღმერთის, როგორც უმაღლესი არსებობის, იდეას იღებს. ცნობილია წმ. ანსელმოს კამათი მღვდელ გონილონთან, რომელიც ონტოლოგიური არგუმენტის ღირებულებას უარყოფდა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9