1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იოა იოგ იოს იოჰ

იოაკიმე ფიორელი (1145-1202)

კალაბრიაში, ფიორეში (დღეს სან ჯოვანი ინ ფიორე) დაბადებული იოაკიმე თვლიდა, რომ სულიწმიდამ, როგორც ღმერთმა (მამისა და ძის მსგავსად), დასაბამი უნდა მისცეს ისტორიულ ეპოქას, რომელშიც თავად იქნება წამყვანი ფიგურა, იმ ორი ისტორიული ეპოქის ანალოგიურად, რომლებიც, შესაბამისად, მამა ღმერთისა და ძის ნიშნით წარიმართა. მართლაც, სამყაროს ისტორიაში პირველ ეპოქაში მამა ღმერთი ბატონობდა, ხოლო მსოფლიო სცენაზე ამ პერიოდში უპირატესად ებრაელი ხალხი მოქმედებდა. მეორე, ძის ბატონობის, პერიოდი სახარებით იწყება. მესამე პერიოდის განმსაზღვრელად კი სულიწმიდა უნდა იქცეს და ამ პერიოდში უნდა გახდეს შესაძლებელი სახარებისეული გზავნილის რეალური და სულიერი მნიშვნელობის გაგება; ამ დროს მიაღწევენ ეკლესია და კაცობრიობა განსულიერაებას.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9