1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პასკალი ბლეზ იანსენისტი (1623-1662)

გამოჩენილი ფიზიკოსი და მათემატიკოსი. ინტერესით იკვლევდა ასევე ადამიანის არსებობის დრამას.
პასკალი კლერმონ-ფერანში დაიბადა, ფიზიკურად სუსტი. სიყმაწვილეში მონაწილეობდა სწავლულთა შეკრებებში, რომლებიც მის სახლში ან მამა მერსერთან (ამ უკანასკნელს გავეცანით, როგორც დეკარტის ახლო მეგობარს) იმართებოდა. 11-12 წლისამ შეადგინა ტრაქტატი ბგერათა შესახებ, 16 წლისამ-ტრაქტატი კონიკური სექციების შესახებ, ორი წლის შემდეგ კი გამოიგონა არითმეტიკური მანქანა-თანამედროვე კალკულატორის წინამორბედი. მოგვიანებით პასკალი იანსენისტებს დაუახლოვდა, რომლებმაც ის სულთან დაკავშირებული პრობლემებით დააინტერესეს. ერთხელ ნოილის ხიდზე ეტლით სეირნობისას ბედზე გადაურჩა სენაში ჩავარდნას; ამ შემთხვევის შემდეგ პასკალი მეტი გულისყურით შეუდგა ადამიანის არსებობის პრობლემების შესწავლას. ეს იყო ასკეტური ცხოვრების წესისკენ მისი „მოქცევა“, რაშიც ხელს უწყობდნენ იანსენისტები და მისი და, მონაზონი პორტ-რუაიალში. 1654 წელს პასკალს განსაკუთრებული გამოცხადება ეწვია, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი ასკეტური ცხოვრება (მეორე მოქცევა). პასკალმა შეაჩერა, თუმცა მთლიანად არ მიუტოვებია მეცნიერული კვლევები, მაგრამ მისი სამშვინველი უკვე მხოლოდ ქრისტიანობის იდეალებზე ღრმა მედიტაციითა და ქრისტიანულ სათნოებათა სრულყოფისკენ სწრაფვით იყო მოცული.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9