სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი. ზოგ ქვეყანაში კანონს იღებენ საყოველთაო სახალხო კენჭისყრით, ანუ რეფერენდუმით. კანონი აწესრიგებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს მოქმედი სამართლის წყაროს. კანონის მიღების პროცედურა შედგება რამდენიმე სტადიისაგან: კანონპროექტის მომზადება, საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის განხილვა, მიღება, კანონპროექტის გადაცემა პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად, კანონის გამოქვეყნება.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
საეკლესიო ტრადიციაში არის რაღაც წესების ან დადგენილებების გამომხატველი ტერმინი. მას ებრაულ-ბერძნული ძირი აქვს და მიგვითითებს ხელჯოხზე ან ლერწამზე, როგორც სწორ და გაუმრუდებელ საგანზე, რომელსაც სახელმძღვანელო დანიშნულება გააჩნია. ამიტომაც დამკვიდრდა იგი საღვთისმეტყველო ტერმინად, მიიჩნევდნენ რა, რომ ნათლად გადმოცემდა წმ. წერილის წიგნების მიზანსა და დანიშნულებას. მე-4 საუკუნიდან ეს ტერმინი გამოიყენებოდა საეკლესიო კრებათა დადგენილებების აღმნიშვნელ ტერმინად, საპირისპიროდ ბერძნული სიტყვისა „nomoi“ რაც მიუთითებდა ბრძანებულებებზე, რომლებიც გამოიცემოდა საერო ხელისუფლების მიერ. სწორედ აქედან წარმოიშვა ტერმინი „Nomocanon“ რაც გულისხმობს საეკლესიო და საერო კანონების ერთად შეკრებილ კოდექსთა წიგნს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, საეკლესიო პრაკტიკაში ტერმინ კანონს განსხვავებული შინაარსობრივი დატვრთვაც გააჩნია. მაგალითად: წმინდანების კანონი-ზაცია, ან ლიტურგიკული მსახურების - კანონები ანუ, იგივე მუხლები. დასავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებში მას კიდევ ერთი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს და გამოიყენება, როგორც ზედწოდება სამღვდელო პირთათვის და მიუთითებს მათ აღმატებულ იერარქიულ ხარისხზე.
Source: ინტელექტუალი №8,– [სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2009. - ISSN 1512-2530
სოციალური ქცევის დადგენილი და საზოგადო წესები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს სახელმწიფო მანქანა: პოლიცია, სასამართლოები და ციხეები.
Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
მონტესკიეს აზრით, კანონი ,,ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებით, არის აუცილებელი მიმართებები, რომლებიც საგანთა ბუნებიდან გამომდინარეობს: ამ აზრით, ყველა არსებას თავისი კანონები გააჩნია. ღვთაებას (ლა დივინიტე) თავისი კანონები აქვს, მატერიალურ სამყაროს - თავისი”.
Source: მაჭარაშვილი ო. ადამიანის უფლებების განვითარება სამართლის ფილოსოფიაში //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
კლოდ ფრედერიკ ბასტიას აზრით – კანონი არის პიროვნული უფლებების სამართლებრივი დაცვის კოლექტიური ორგანიზების ფორმა.
Source: ბასტია, კლოდ ფრედერიკ კანონი; ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს : დაწერილია 1849 და 1850 წლებში-ეხება დღევანდელობას / კლოდ ფრედერიკ ბასტია (1801-1850) ; [ფრანგ. თარგმნა თეონა ოძელაშვილმა ; მთ. რედ., ბიოგრ. ცნობების და გარეკანის დიზაინის ავტ. პაატა შეშელიძე (წინასიტყვ. ავტ.)]. - თბ. : [ახალი ეკონომიკრი სკოლა-საქართველო: წიგნის სახელოსნო], 2007. - 98 გვ. ; 20 სმ.. - ISBN: 978-9941-0-0204-5 : [ფ. ა.]