1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მალბრანში ნიკოლა (1638-1715)

ოკაზიონალიზმის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია და მანვე მოგვცა ამ მიმართულების ყველაზე ღრმა და ფართო განმარტება. ღრმად რელიგიური მალბრანში (წევრი ორატორიუმის კონგრეგაციისა, რომელიც კარდინალმა დე ბერულმა დააარსა წმ. ფილიპო ნერის მიერ იტალიაში დაფუძნებული კონგრეგაციის მაგალითით) კარტეზიანული ფილოსოფიით მოიხიბლა და ქრისტიანული სულისკვეთებით მისი გააზრება სცადა. მალბრანშის მთავარი ნაშრომია „ჭეშმარიტების ძიება“ (1674 წ.). მას ეკუთვნის ფილოსოფიური, თეოლოგიური და ასკეტური ხასიათის მრავალი ნაწარმოები, მათ შორის აღსანიშნავია: „ქრისტიანული საუბრები“ (1676 წ.), „ქრისტიანული და მეტაფიზიკური მედიტაციები” (1683 წ.), „ზნეობრივი ტრაქტატი“ (1684 წ.).
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9