1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰერბარტი იოჰან ფრიდრიჰ (1776-1841)

ოლდენბურგში დაიბადა. იყო ფიხტეს მოწაფე იენაში, შემდეგ პროფესორი კენიგსბერგსა და გოტინგენში, იქვე გარდაიცვალა.
ჰერბარტის ძირითადი შრომებია: „ფილოსოფიის შესავალი“ (1813 წ.), „ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება“ (1824-1825 წწ.), „ზოგადი მეტაფიზიკა“ (1829 წ.). აღსანიშნავია ასევე მისი პედაგოგიური შრომები, რომლებიც ჰერბარტს მნიშვნელოვანი ადგილი დაუმკვიდრეს პედაგოგიკის ისტორიაში: ზოგადი პედაგოგიკა (1806 წ.) და პედაგოგიკის გაკვეთილები (1835 წ.).
ჰერბარტიც სისტემატიკოსი იყო, რაც ზოგადად ახასიათებს გერმანულ სულს, თუმცა დიად კონსტრუქციათა შექმნას ჩვენი შემეცნების წინაშე რეალობის უფლებებსა და გამოცდილებაზე დაკვირვება ამჯობინა. ჰერბარტს მეთოდისადმი ყურადღება და ზომიერება ახასიათებს. ამით აიხსნება მისი ღრმა ინტერესი პედაგოგიური პრობლემებისადმი
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9