1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფობ ფოთ ფოი ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოტ

ფოიერბახი ლუდვიგ (1804-1872)

ბავარიაში, ლანდშუტში დაიბადა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში შეისწავლა თეოლოგია, შემდეგ ჰეგელის მოწაფე იყო ბერლინის უნივერსიტეტში. 1828 წელს ფოიერბახი ერლანგენის უნივერსიტეტის შტატგარეშე პროფესორი გახდა, მაგრამ თავისი დამოუკიდებელი ხასიათისა და ექსტრემისტული ფილოსოფიური დოქტრინების გამო აკადემიური კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო. ფოიერბახმა კერძოდ გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა და საკუთარ ფილოსოფიურ კვლევას ჩაუღრმავდა. დაწერა მრავალი შრომა. „მემარცხენე“ პოზიციებიდან ჰეგელის დოქტრინის განმარტებისადმი მიძღვნილ რამდენიმე შრომას თუ არ ჩავთვლით, ფოიერბახის ნაშრომთა შორის მთავარია „ქრისტიანობის არსი“ (1841 წ.) და „რელიგიის არსი“ (1845 წ.), „თეოგონია კლასიკური ანტიკური, ებრაული და ქრისტიანული წყაროების მიხედვით“ (1857 წ.). ფოიერბახი იღებს ჰეგელის იმანენტისტურ დოქტრინას, როგორც ისტორიაში უმაღლესი აბსოლუტურის გადაწყვეტას. მიუხედავად ამისა, ის ისწრაფვის კონკრეტულობის, გამოცდილებისა და ჰუმანურობისკენ, როგორც ღირებულებათა თვით ადამიანში ჩაკეტვისკენ. ის ჰეგელს საყვედურობს, რომ ადამიანი იმ სულის აბსოლუტურობაში ჩაახშო, რომელიც წარმოგვიდგება აღმატებულად ისტორიულ ადამიანზე, ეს უკანასკნელი კი მუდმივ კავშირშია ბუნებასთან მისი გარდაქმნისა და მისით ტკბობის მიზნით.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9