1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შოა შობ შოვ შოკ შოპ

შოპენჰაუერი არტურ (1788-1860)

დანციგაში დაიბადა. იყო ფიხტეს მოწაფე ბერლინში. დაამთავრა იენის უნივერსიტეტი, მისი სადიპლომო ნაშრომი იყო საკმარისი საფუძვლის პრინციპის ოთხმაგი ფესვის შესახებ. გერმანულ საუნივერსიტეტო და კულტურულ წრეებში ჰეგელის ბატონობამ ხელი შეუშალა შოპენჰაუერს ამ გარემოში დამკვიდრებაში. უკმაყოფილო შოპენჰაუერს ჰეგელის სიკვდილისთვის უნდა ეცადა, რათა საკუთარი ნააზრევის აღიარებას ღირსებოდა. ევროპაში, კერძოდ, იტალიაში გატარებული წლების შემდეგ მოაზროვნე საბოლოოდ მოესწრო სამშობლოში აღიარებას.
თავისი მთავარი შრომა „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“, შოპენჰაუერმა 30 წლის ასაკში დაწერა. 1844 წელს ამ წიგნის მეორე გამოცემა გამოქვეყნდა, განმარტებათა და შენიშვნების ახალი დანართით.
შოპენჰაუერი განვითარებული მოაზროვნეა და, ამასთან, მწერლის განსაკუთრებული ნიჭითაცაა დაჯილდოვებული, ჰეგელის საპირისპიროდ, ის ცოცხალი და კოლორიტული პიროვნებაა, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს თავის ნაშრომებს ლიტერატურული ელემენტებით. არ შეიძლება შოპენჰაუერის ჭვრეტით ინტერესთა სერიოზულობის უარყოფა, მაგრამ ისიც მართალია, რომ პრობლემათა გადაჭრისას მასში ფილოსოფოსი დომინირებს. შოპენჰაუერი უფრო საკუთარი აზროვნების ორიგინალურობისა და ინდივიდუალურობის წარმოჩენას ცდილობდა, ამიტომაც სწყვეტდა გულს ასე ძალიან ჰეგელის წარმატება.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9