1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კიდ კით კინ კიო კირ კიუ

კირკეგორი სიორენ (1813-1855)

კოპენჰაგენში დაიბადა. პროტესტანტმა მამამ ის მკაცრად აღზარდა, თუმცა საბოლოო ჯამში, კირკეგორი თვითნასწავლად დარჩა.
მის უმნიშვნელოვანეს შრომათა შორის აღსანიშნავია: „წუხილის ცნების შესახებ“; „შიში და კანკალი“; „ან-ან“; „დონ ჟუანი“; „არამეცნიერული შენიშვნა“. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მისი „დღიური“. კირკეგორის შრომები არ არის სისტემატური დოქტრინები დამუშავებული ცნებებითა და იდეათა შორის კავშირებით. ეს უფრო ესეებია, რომელთაც ყოველდღიური ცხოვრებისა და ბიბლიაში მოცემული ქრისტიანული დოქტრინის დებულებათა კომენტარის ხასიათი აქვს. ორიგინალური და პერსონალისტური აქცენტი თემათა ბიოგრაფიულობაში მჟღვნდება.
კირკეგორი ძალიან ქმედითი და პარადოქსული მწერალია, რომელსაც ადამიანებისა და ვითარებათა შესახებ მწარე ირონია ხიბლავს. პროტესტანტული განათლება განაპირობებს მის ინტერესს რწმენისა და ცოდვის თემებისადმი. სინაზესა და მინდობაზე მეტად კირკეგორი რელიგიურობაში მარადიული დრამატულობის წყაროს ეძებს და ხედავს. შეიძლება ითქვას, რომ კირკეგორის პიროვნული ადამიანური დრამა მის შემოქმედებაში ყოველი ადამიანის დრამამდე მაღლდება გონების მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი პოზიციის არასაკმარისობაში.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9