1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯობ ჯორ

ჯობერტი ვინჩენცო (1801-1852)

ტურინში დაიბადა. 1825 წელს ის ღვთისმსახურად იქნა ხელდასხმული, შემდეგ კარის კაპელანად აირჩიეს, 1830 წელს კი ჯარში ლიბერალური პროპაგანდისთვის დააპატიმრეს და ქვეყნიდან გააძევეს. ჯობერტი გაემგზავრა პარიზს, შემდეგ კი-ბრიუსელს, სადაც ერთ-ერთ კერძო ინსტიტუტში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. აქ დაწერა მან თავისი შრომები. 1846 წელს, პიუს IX-ის პაპად არჩევის შემდეგ, გამოქვეყნდა ჯობერტის „იტალიელთა ზნეობრივი და სამოქალაქო პრიმატი“, 1848 წელს კი ის ტურინის დეპუტატთა პალატაში აირჩიეს. სამშობლოში დაბრუნებული ჯობერტი დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, შემდეგ კი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ნოვარასთან განცდილი მარცხის შემდეგ პოპულარობა დაკარგა, გადასახლებაში პარიზს დაემგზავრა და იქ გარდაიცვალა.
ჯობერტის შრომათა „უმრავლესობა გადასახლებაშია დაწერილი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ზებუნებრივის თეორია“ (1838 წ.); „ფილოსოფიის ისტორიის შესავალი“ (1840 წ.); „მშვენიერისა და კარგის შესახებ“ (1841-1842 წწ.); პოლემიკური ხასიათისაა: „ა. როზმინის ფილოსოფიურ შეცდომათა შესახებ“ (1841 წ.) და თანამედროვე იეზუიტი (1847 წ.); პოლიტიკური ხასიათის შრომებია: ნეოგველფური შთაგონების იტალიელთა ზნეობრივი და სამოქალაქო პრიმატი (1843 წ.), და იტალიის სამოქალაქო განახლება (1851 წ.), ლიბერალური სულისკვეთების ნაწარმოები.
ჯობერტი მგზნებარე და მახვილი გონების მოაზროვნეა, თუმცა ხშირად ლიტერატურულ ფორმათა სასარგებლოდ იხრება. ის დახვეწილი მწერალია, თუმცა ზოგჯერ სწორედ მწერლის ოსტატობა არღვევს აზროვნების წონასწორობას. იმპულსიური, ჭარბი ემოციურობით დაჯილდოებული ჯობერტი არ უშვებს წინააღმდეგობებს და უმალ უმწვავეს კამათს აჩაღებს ნებისმიერთან, ვინც მის მსგავსად არ ფიქრობს. ჯობერტი გულუხვია თავის სწრაფვაში, წვლილი შეიტანოს ფილოსოფიური კულტურის გაუმჯობესებაში ნებისმიერი სახის სუბიექტივიზმის გადალახვის მეშვეობით. ამ მოაზროვნესა და პოლიტიკურ მოღვაწეს გულუხვობა და იმპულსიურობა ახასიათებს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9