1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მაძინი ჯუზეპე (1805-1872)

გენუაში დაიბადა და მკაცრი ზნეობრივი აღზრდა მიიღო, რომელმაც ღრმა კვალი დაამჩნია მის მთელ ცხოვრებას. მაძინის ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული იტალიურ რისორჯიმენტოსთან, ამ მოძრაობის განვითარებაზე მისი ნააზრევისა და შრომების გავლენა სამოქალაქო ისტორიამ უნდა წარმოაჩინოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გულუხვი იდეალისტი ჯუზეპე მაძინი იტალიის გამთლიანების უკეთილშობილესი წინასაწარმეტყველი და მოციქულია.
მაძინის არ შეუქმნია სისტემატური ფილოსოფიური შრომები, მაგრამ მის შრომებსა და წერილებში ნაყოფიერი და დიდებული აზროვნების დოკუმენტებია შემონახული. აღსანიშნავია მომცრო წიგნი ადამიანის ვალდებულებათა შესახებ, ასევე რელიგიური ხასიათის შრომები, რომელთა განხილვაც პოლიტიკური ხასიათის ნაშრომებთან ერთადაა საჭირო მაძინის შემოქმედებითი შთაგონების უკეთ გასაგებად. მააძინის პიროვნება იანსენისტი დედის მიერ მისი მკაცრი აღზრდისა და ისტორიულ ღირებულებათა გონებისა და ადამიანურის ფარგლებში გადაწყვეტის განმანათლებელთა მენტალიტეტის გავლენით ჩამოყალიბდა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9