დაიბადა მონპელიეში, სწავლობდა პარიზის პოლიტექნიკურ სკოლაში, ახლო ურთიერთობა ჰქონდა სენ-სიმონთან, რომლის გავლენითაც ჩამოაყალიბა თავისი დოქტრინის სოციალური არსი. კონტეს რადიკალური სოციალური რეფორმები იზიდავდა, სოციალურ ფაქტებში კი მუდამ რელიგიურ მნიშვნელობას ეძებდა.
კონტეს ძირითადი შრომებია: „პოზიტიური ფილოსოფიის კურსი 6 წიგნად“ (1830-1842 წწ.); „პოზიტიური პოლიტიკის სისტემა 4 წიგნად“ (1851-1854 წწ.); თავისი რეფორმისტული გეგმისთვის კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაციის იმიტირება სცადა, კერძოდ, მას იეზუიტთა მოშველიება სურდა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით კონტეს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, იტანჯებოდა მონომანიით. საბოლოოდ კონტე ახალი რელიგიის-კაცობრიობის რელიგიის შესახებ საკუათარი ოცნების ტყვეობაში დარჩა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]