1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არდიგო რობერტო (1828-1920)

კასტელდიდონეში, კრემონაში დაიბადა. საწყისი განათლება მანტოვაში მიიღო და საეკლესიო მსახური გახდა. ასწავლიდა მანტოვის საეპისკოპოსო ლიცეუმში და იყო საკათედრო ტაძრის კანონიკოსი. ხანგრძლივი შინაგანი კრიზისის შემდეგ, 1871 წელს უარი თქვა ღვთისმსახურობაზე და ნატურალისტური და იმანენტისტური ფილოსოფიური კვლევები განაგრძო. 1881 წელს ის ფილოსოფიის ისტორიის მასწავლებლად მიიწვიეს პადუის უნივერსიტეტში. ამ ქალაქში არდიგო 1909 წლამდე დარჩა. მან უნივერსიტეტში სწავლების დასრულების შემდეგაც განაგრძო თავისი კვლევები და მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ საქმიანობას მიუძღვნა.
არდიგოს შრომათა შორის აღსანიშნავია: „საუბარი პიეტრო პომპონაცის შესახებ“ (1869 წ.), რომელსაც ავტორის რელიგიური კრიზისისა და ახალი ფილოსოფიური მიმართულების დასაწყისის მანიფესტი შეიძლება ეწოდოს; „ფსიქოლოგია, როგორც პოზიტიური მეცნიერება“ (1870 წ.); „ბუნებრივი წყობა მზის სისტემაში“ (1877 წ.); „პოზიტივისტთა ზნეობა“ (1885 წ.).
არდიგო მკაცრი და მიზანდასახული მკვლევარია, თუმცა ბუნებრივი კონკრეტულისა და ფაქტებისადმი მისი სიყვარული ასეთივე ღრმა თეორიულ წვდომას არ შეესაბამება. პიროვნულმა თვისებებმა და მის მიერ გაწეულმა მეცნიერულმა შრომამ არდიგოს იტალიური პოზიტივიზმის მეტრის სახელი მოუხვეჭა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9