ფენომენოლოგიის მთავარი წარმომადგენელი, ბრენტანოს მოწაფე იყო. ჰუსერლმა ძირეული ცვლილებები შეიტანა ფენომენოლოგიაში, რის გამოც ჩვეულებრივ ფენომენოლოგიური მეთოდის ფუძემდებლად ითვლება. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია: „ლოგიკური გამოკვლევები“ (1901 წ.); „იდეები წმინდა ფენომენოლოგიისა და ფენომენოლოგიური ფილოსოფიისათვის“ (1913 წ.); „დეკარტისეული მედიტაციები“ (1931 წ.).
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]