1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფრა ფრე ფრი ფრო ფრუ

ფროიდი ზიგმუნდ

დაიბადა 6 მაისს, 1856 წელს ფრაიბერგში, ავსტრია-უნგრეთიში. გარდაიცვალა 23 სექტემბერს, 1939 წელს ლონდონში. ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, 1902 წლიდან ნევროპათოლოგია ვენაში, 1938 წლდან ლონდონში. ფსოქოანალიზი კი, რომელიც თავდაპირველად განავითარა როგორც ისტერიის სხვადასხვა ფორმების ფსიქოთერაპიული მკურნალობის მეთოდი, შემდეგ კი გარდაქმნა სწავლებად არაცნობიერის მოქმედებისა და კანონების შესახებ. ძირითადი ნაშრომებია:
„Studien über Histerie“, 1895,
„Die Tra»mde»tung“, 1900; „Totem und Tab,“ 1912; (სიზმრების ახსნა);
„Zur Psichopathilogie des Altagslebens,“ 1926; (ცხოვრების ფსიქოპათოლოგია);
„Vorlesungen zur Einfuhrung in die Psuchoanalise,“ 1910; (ფსიქოანალიზი);
„Das ich und der Abwehrmechanismus,“ 1935;
„Gesammelte Schriften,“ 1929.
იმის მსგავსად, როგორც მეტაფიზიკა იკვლევს ყოფნას გამოცდილების მიღმა, ფსიქოანალიზმა შეიმუშავა მეტაფსიქოლოგია, ანუ არაცნობიერად მიმდინარე ფსიქიკური ფენომენების განმარტების მცდელობა. ფროიდმა სამი კუთხიდან გააანალიზა ადამიანის ფსიქიკური აპარატი, ანუ ტვინის შინაგანი მოწყობა: ესენია ეკონომიკური, დინამიური და ტოპოლოგიური კუთხეები.
ფსიქიკის ეკონომიკური ფუნქცია მდგომარეობს ლიბიდოს, ანუ მთელ სისტემაში მოქმედი და მისი მაცოცხლებელი სექსუალური პულსაციის, კონტროლსა და მის შეძლებისდაგვარად დაბალ დონეზე შენარჩუნებაში. ლიბიდოს აღგზნებადობა შეიძლება გაკონტროლდეს სუბლიმაციის (ანუ ზნეობრივი ამაღლების) გზით არასექსუალური მიზნებისკენ მიმართული ერთი წარმოდგენიდან მეორეზე გადანაცვლებით, ის შეიძლება დროებით ჩაიხშოს არაცნობიერი დათრგუნვის მექანიზმის ან ცენზურის მეშვეობით, რომელიც მიუღებელ არაცნობიერ შინაარსებს ცნობიერის დონეზე ასვლის საშუალებას არ აძლევს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9