1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრაგმატიზმი

Gk. πραγμα=ფაქტი, საგანი, მოქმედება
დოქტრინა, რომელიც ჭეშმარიტებისა და უეჭველობის კრიტერიუმად თეზისის პრაქტიკულ წარმატებას ამკვიდრებს. მას ინგლისურ-ამერიკულ პრაგმატიზმს უწოდებენ, რადგანაც განვითარებისთვის ყველაზე შესაფერისი ნიადაგი ამ მიმდინარეობამ სწორედ ინგლისელ და ამერიკელ ხალხებში პოვა, რომელთაც ტრადიციულად ახასიათებს მიდრეკილება ინტერესთა და მამოძრავებელ ძალათა ემპირიზმისკენ, ანუ მტკიცებულებათა პრაქტიკული გამოყენებისკენ. ერთი მხრივ, პრაგმატიზმი ჰეგელიანობის სითამამეთა შემდეგ მეცხრამეტე საუკუნეში გავრცელებული ირაციონალიზმის შედეგია, მეორე მხრივ კი - რეაქციის ფორმა სციენტიზმსა და რეალობის მომცველი აბსოლუტურობის მისეულ პრეტენზიაზე. ცხადია, რომ პრაგმატიზმის დოქტრინალური წინამორბედი თვით კანტიანელობაა, რომელმაც ჭვრეტითი თვალსაზრისით სათანადოდ არ შეაფასა მეტაფიზიკა და ხოტბა შეასხა გონებას, როგორც პრაქტიკულსა და კანონმდებელს. პრაგმატიზმმა მიიღო კანტიანური პრაქტიკულობა, მაგრამ მას უტილიტარისტული ინტერპრეტაცია მისცა და არა ზნეობრივი, როგორც ეს თავად კანტმა გააკეთა.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9