1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიუი ჯონ (1859-1952)

უკიდურესობამდე მიიყვანა პრაგმატიზმი ამერიკაში და დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ფილოსოფიისა და პედაგოგიკის მრავალი სექტორის განვითარებაზე. კომერსანტების ოჯახში დაბადებულმა დიუიმ მშობლიური ვერმონტის უნივერსიტეტში მიიღო განათლება. თავდაპირველად ის იდეალიზმს მიემხრო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისი საკუთარი ტემპერამენტი და მშობლიური ქვეყნის ატმოსფერო იდეალისტური აპრიორიზმით ვერ დაკმაყოფილდებოდა. მან ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში იმუშავა პედაგოგად და საბოლოოდ ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში დამკვიდრდა.
დიუიმ მრავალი შრომა შექმნა, განსაკუთრებით სამეცნიერო ლოგიკისა და პედაგოგიკის დარგებში. შეიძლება ითქვას, რომ დიუის სურდა, იგივე გამხდარიყო ამერიკისთვის, რაც სპენსერი იყო ინგლისისთვის. მის შრომათა შორის აღსანიშნავია: „ეთიკა“ (1908 წ.); „დემოკრატია და აღზრდა“ (1916 წ.); „რეკონსტრუქცია ფილოსოფიაში“ (1920 წ.); „გამოცდილება და ბუნება“ (1925 წ.); „ლოგიკა: კვლევის თეორია“ (1938 წ.).
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9