1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯეი ჯენ ჯეო ჯერ ჯეფ

ჯენტილე ჯოვანი (1875-1944)

კასტელვეტრანოში (ტრაპანი) დაიბადა. ასწავლიდა პალერმოს, პიზისა და რომის უნივერსიტეტებში. პოლიტიკური მიზეზით ფლორენციაში მოკლეს. თავისი ცხოვრება ჯენტილემ კვლევასა და აქტიურ საქმიანობაში გაატარა, იყო იტალიური ენციკლოპედიის სულისჩამდგმელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. ჯენტილე პიზაში ჩამოყალიბდა, მისი მასწავლებელი იყო ბ. სპავენტას მოწაფე დონატო იაია. სწორედ სპავენტას უბრუნდება ჯენტილე თავისი ნააზრევის განვითარებისას. ჯენტილე მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა კროჩესთან, თუმცა ჰეგელიანობის განვითარების მისეული ხედვა არ გაუზიარებია. ჯენტილემ მაქსიმალურად ზედმიწევნით ჰეგელის მიყოლა ამჯობინა და უკიდურესობამდე მიიყვანა გერმანული იდეალიზმის იმანენტიზმი.
ჯენტილეს მრავალრიცხოვან ნაწერთაგან (რომელთა შორისაც ფილოსოფიის ისტორიისა და პედაგოგიკის დარგში შექმნილი ნაშრომებიცაა) თეორიული ფილოსოფიის შემდეგ შრომებს გამოვყოფთ: „პედაგოგიკის მოკლე დაგმოცემა“ (1912 წ.); „ჰეგელის დიალექტიკის რეფორმა“ (1913 წ.); „სულის, როგორც წმინდა აქტის, ზოგადი თეორია“ (1916 წ.); „ლოგიკის სისტემა, როგორც შემეცნების თეორია“ (1917 წ.)
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9