1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სარტრი ჟან-პოლ 1905-1980

(პარიზი) გენიალური და მრავალმხრივი მწერალია, ვისი ნიჭიც სრულიად განსხვავებულ ლიტერატურულ ჟანრებში გამოვლინდა: „ფსიქოლოგიური ნარკვევიდან ლიტერატურულ ნარკვევამდე“, რომანიდან („გულზიდვა“ 1938 წ.; „გონების ხანა“ 1945 წ.; „გადავადება“ 1945 წ.; „სიკვდილი სულში“ 1949 წ.) „თეატრალურ დადგმამდე“ (ბუზები 1943 წ.; „დახურული კარი“ 1945 წ.; „მფრთხალი მეძავი“ 1946 წ.; „ჭუჭყიანი ხელები“ 1948 წ.; „ეშმაკი და უფალი ღმერთი“ 1951 წ.; „ნეკრასოვი“ 1956 წ.; „ალტონელი ტუსაღები“ 1960 წ.) და პოლიტიკურ პამფლეტამდე („ანტისემიტიზმი“, 1946 წ.; „კომუნისტები და მშვიდობა“, 1952 წ.). სარტრი ასევე ფილოსოფიური ხასიათის მნიშვნელოვანი შრომების ავტორიცაა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფილოსოფიური ხასიათით სარტრის ყველა ნაშრომი გამოირჩევა, თუმცა ამ ავტორის ფილოსოფიური ნააზრევი ძირითადად გადმოცემული შრომებში: „ego-ს ტრანსცენდენტურობა“, „ფენომენოლოგიური ძიების მონახაზი“ 1936 წ.; „წარმოსახვა“ 1936 წ,; „ნარკვევი ემოციათა თეორიის შესახებ“, 1939 წ.; „წარმოსახვითი. წარმოსახვის ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია“ 1940 წ.; „ყოფნა და არარა. ფენომენოლოგიური ონტოლოგიის ნარკვევი“, 1943 წ. „ექსისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ 1946 წ.; „დიალექტიკური გონების კრიტიკა“ (ამ ნაშრომს წინ უსწრებდა „მეთოდის საკითხები“), ი ტ.; პრაქტიკულ ერთობლიობათა თეორია 1960 წ.
სარტრი ჰაიდეგერის პოზიციას იზიარებს და უკიდურესობამდე მიჰყავს მისი ჰუმანიზმი, როგორც რეალობის ადამიანზე კონცენტრირება. სარტრის პოზიციის საკუთარისგან გასამიჯნად ჰაიდეგერმა განაცხადა, რომ მისი აზრით ადამიანი სრულებით არ არის ცენტრალურ პოზიციაში. ცენტრში აბსოლუტური ყოფნაა, ადამიანი კი მისი მცველი, ანუ შეგრძნობილი და შემგრძნობი რეალობაა. სარტრის ექსისტენციალიზმი ჰაიდეგერის ექსისტენციალიზმის ფრანგული ვერსიაა ადამიანის არასრულყოფილება-შემოქმედითობის უკიდურესი გამწვავებით.
ამოსავალ წერტილად სარტრი იღებს მოსაზრებას, რომ თანამედროვე ფილოსოფია მივიდა ყოფნისა და ფენომენის დუალიზმის უარყოფამდე, რომელზეც შეჩერდა კანტი. სარტრის აზრით, ეს პროგრესია. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებულის წარმოდგენების, ანუ ფენომენების სერიამდე დაყვანის მიუხედავად, მაინც არსებობს მიღმეული, როგორც ამ წარმოდგენების განუსაზღვრელობა. ერთი სიტყვით, მოცემულია ტრანსფენომენური ყოფნა, როგორც ნარჩენი ყოველივე იმისა, რაც წარმოგვიდგება.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9