1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლე ლეგ ლევ ლეზ ლეი ლეკ ლემ ლენ ლერ ლეს ლეტ ლექ

ლე სენი რენე (1882-1954)

Рене Ле Сенн (Le Senne) (1882-1954, 1918), французский философ, представитель „экзистенциального спиритуализма“. ავტორია აღიარებული შრომებისა: „ვალდებულება“; „დაბრკოლება და ღირებულება“; „ზნეობის ტრაქტატი“; „ქარაქტეროლოგიის ტრაქტატი“; ჰამელინის მოწაფე ლე სენი არ აღიარებს დიალექტიკაში წინააღმდეგობის გადალახვას. მისი აზრით, წინააღმდეგობა არსია ცხოვრებისა, რომელიც ეჭვების, ბრძოლის, შეცდომებისა და ტკივილისგან შედგება. ერთი სიტყვით, დაბრკოლება იმანენტურია ცხოვრებისთვის, რომელიც ზნეობრივი ცხოვრებაა, მეტიც, თითქმის როგორც ფიხტესთან, დაბრკოლება ღირებულების არსებობის არსებითი პირობაა. დაბრკოლებისადმი დაპირისპირებით ადამიანი ამტკიცებს ღირებულებას და განამტკიცებს საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას.
უმაღლესი, ანუ აბსოლუტური ღირებულება, „ღირებულებათა კერა“ ღმერთია. სიცოცხლის სწრაფვა მდგომარეობს უმაღლესი ღირებულების, ღმერთისთვის ყოფნაში, ისე, რომ წინააღმდეგობა და ბრძოლა სიყვარულში განელდეს, ომი კი მშვიდობად იქცეს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9