1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კარლინი არმანდო (1878-1960)

მთელი ცხოვრების მანძილზე პიზის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. კარლინი იდეალიზმს ემხრობოდა, თუმცა მისით დაუკმაყოფილებელი იყო, რის შედეგადაც კათოლიციზმს მიუბრუნდა და ქრისტიანული სპირიტუალიზმი გაიზიარა. კარლინი არისტოტელეს მეტაფიზიკის გამოჩენილი მთარგმნელია. მისი ძირითადი ფილოსოფიური შრომებია: „ხელოვნებისა და ფილოსოფიის რელიგიურობა“ (1934 წ.); „რეალიზმის მითოსი“ (1936 წ.); „ადამიანური სულის რეალისტური კონცეფციის მონახაზი“ (1942 წ.). კარლინის ქრისტიანული სპირიტუალიზმის, როგორც იდეალიზმის ქრისტიანობის მიმართულებით წარმართვა-ევოლუციის ფუძემდებელი შეიძლება ეწოდოს. იმას, რასაც იდეალიზმი კანტიდან ჯენტილემდე აბსოლუტურ სულს მიაკუთვნებდა, კარლინი ცალკეულ პიროვნებას უბრუნებს და, ამავე დროს, განამტკიცებს უსასრულო და შემოქმედი სულის ტრანსცენდენტურობას. კანტიანური ატმოსფერო, რომელშიც მოქმედებს კარლინი, არ აძლევს მას საშუალებას, გასცდეს სუბიექტურობის, ანუ იმანენტურობის სფეროს, რის გამოც ღმერთისკენ ასვლა მისთვის რწმენის აქტად რჩება და არა ჭეშმარიტად თეორიულ პროცესად.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9