1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბალთაზარი ჰანს ურს ფონ (1905-1986)

Ханс Урс фон Бальтазар (Balthasar). დღევანდელი კათოლიკური თეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, მომხრეა „განვითარებადი თეოლოგიისა“, რომელიც ემყარება წინაპირობას, რომ გამოცხადება ამოუწურავი საბადოა და მისი ამოწურვის პრეტენზია არც ერთ თეოლოგიურ სინთეზს არ უნდა ჰქონდეს. ყოველ თაობას აქვს უფლება და მოვალეობაც, ხელახლა გაიაზროს გამოცხადება და მიიღოს მისი ნაყოფი იმ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, რომელშიც ცხოვრობს. აქედან მომდინარეობს ბალთაზარის ცნობილი თეზისი: „ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტება უდაბნოში მოვლინებული მანანას მსგავსია: არ შეიძლება მისი გადადება და შენახვა, დღეს ის ახალია, ხვალ კი დაობდება. ჭეშმარიტება, რომელიც მხოლოდ გადაეცემა და ძირეულად აღარ გაიაზრება, კარგავს თავის სასიცოცხლო ძალას. ჭურჭელი, რომელიც მას იტევს (მაგალითად, ენა, ხატებათა და ცნებათა სამყარო), მტვერიანდება, იჟანგება, ნამცეცდება. ძველი მხოლოდ მაშინ რჩება ახლად, თუ სულ უფრო ახალგაზრდული ძალით მიემართება უძველესსა და მუდამ აქტუალურს, ღმერთის გამოცხადებას“.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9