1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოპერი კარლ რაიმუნდ

1902 წელს, ვენაში დაიბადა. აქ შეისწავლა ფილოსოფია, მათემატიკა და ფიზიკა. 1928 წელს დაასრულა უმაღლესი განთლება ფილოსოფიის განხრით, 1929 წელს მიიღო მათემატიკისა და ფიზიკის სწავლების უფლება. 1934 წელს გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა თავისი ძირითადი ნაშრომი „კვლევის ლოგიკა“ (წიგნი 1935 წლით დათარიღდა), რომელიც შემდგომში ინგლისურად გამოიცა სათაურით „მეცნიერული აღმოჩენის ლოგიკა“ (1959 წ.). ნაცისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ პოპერი ახალ ზელანდიაში გაემგზავრა, სადაც დაწერა „ისტორიზმის სიღატაკე“ (1944-1945 წწ.) და „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ (1944-1945 წწ.). მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პოპერი ლონდონში დასახლდა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში კითხულობდა ლექციებს. მის ბოლოდროინდელ ნაშრომთა შორის აღსანიშნავია: „ვარაუდები და უარყოფანი“ (1963 წ.); „ობიექტური შემეცნება“ (1972 წ.); „კვლევას დასასრული არ აქვს“ (1974, ახ. გამ. 1976 წ.). „მე“ და მისი ტვინი“ (1977 წ. ჯ. ეკლსის თანაავტორობით), „შემეცნების ორი ძირეული პრობლემა“ (1979 წ.), „მეცნიერული აღმოჩენის ლოგიკის პოსტსკრიპტუმი“ (1982-1983 წ.).
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9