ჰინდური პანთეონის ყველაზე, ნათელი, ცოცხალი და თავისებური ფიგურაა - ინდური - ღვთაებრივი ტრიადის (ტრიმურტის) მესამე წევრი - შივა. იგი თავის თავში მოიცავს წინააღმდეგობრივ და ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებს, რომლები ერთმანეთთან არამც თუ დაკავშირებულია, არამედ ზოგჯერ შერწყმულიცაა. იგი მრისხანე ღვთაებაა, რომელიც უფლებას აძლევს თავის თავს უსაზღვროდ განრისხდეს, როგორც მრისხანე ბჰაირავი, მაგრამ იგი არის აგრეთვე შანკარაა- მოწყალე ღმერთი, კეთილმსურველი და შემწყნარებელი, მაგრამ ის ერთდროულად სიკვდილის მატარებელიცა და მისი დამმარცხებელიც, ის სპობს და ასევე სიცოცხლეს ანიჭებს ყოველივეს.
Source: ღმერთები, ბრაჰმანები, ადამიანები,– [თოთხხმეტი ჩეხი ინდოლოგის წიგნის ქართული ვერსია],– თარგმანი ნ. კენჭოშვილი,–თბ.,–2008