1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰაა ჰაბ ჰავ ჰაი ჰაკ ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰას

ჰაველი ვაცლავ

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია. იგი ყოფილი კომუნისტური სამყაროს ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსთაგანია, ვინც ხელისუფლებაში დისიდენტობიდან მოვიდა, ე.ი. პოლიტიკაში ტოტალიტარული სისტემის წინააღმდეგ სულიერმა და ინტელექტუალურმა პროტესტმა მიიყვანა. ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტების ბატონობის წლებში სახელი გაითქვა, როგორც დრამატურგმა და ესეისტმა. 1955 წელს, 19 წლისამ, თავისი პირველი სტატია გამოაქვეყნა, ხოლო 1978 წელს მისი პირველი პიესის პრემიერა გაიმართა. სულ მალე დაიწყო მისი კონფლიქტები ჯერ „მწერალთა კავშირის“ და რეპრესიულ სისტემასთან, მერე კი საზოგადოდ იმ დროინდელ პოლიტიკურ რეალობასთან. განსაკუთრებით მძაფრდება ეს კონფლიქტი მას შემდეგ, რაც 1968 წლის „პრაღის ზაფხულს“, „პერესტროიკის“ სლოვაკური მცდელობას, რუსების ტანკებმა გადაუარეს. 1976 წლიდან, იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული „ანტისახელმწიფოებრივი“ აქტივობისატვის. იგი ერთი დამაარსებელტაგანი იყო ჩეხოსლოვაკიის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციისა „ქარტია - 77“. 1988 წლის „ხავების რევოლუციის“ დროს, როცა კომუნისტური რეჟიმი რამდენიმე დღის განმავლობაში დაამხეს, ჰაველი ყველაზე ბუნებრივი კანდიდატი აღმოჩნდა ახალი ხელისუფლების ლიდერის პოსტზე. როგორც პოლიტიკოსმა, მან მოახერხა, არ აჰყოლოდა პოსტკომუნისტური რეალობის გავრცელებულ ტენდენციებს, არც ფანატიკოსი თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულ ბელადად იქცა და არც უპრინციპულ სუპერპრაგმატიკოსად. საკუთარი სახელმწიფოს, ჩეხოსლოვაკიის დაშლასაც ღირსეულად შეხვდა და დრეს თავისი ერის არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სულიერ ლიდერად, ხოლო მთელი მსოფლიოსთვის - ზნეობრივი პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა.
ვაცლავ ჰაველი თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ მოაზროვნედაც არის აღიარებული. მისი ესსე, „ძალა უძალოთა“, 1978 წელს დაიწერა და მასში კომუნისტური რეჟიმის სოციალური და ფსიქოლოგიური რეალობის განსაკუთრებით ღრმა ანალიზია მოცემული. დღეს ეს თითქოს უკვე მოძველებული თემაა, ამგვარ საკითხებზე მსჯელობა ჩვენში 5-10 წლის წინ იყო მოდაში. მართლაც უკეთესი იქნებოდა ეს წიგნი ქართულად უფრო ადრე რომ გამოსულიყო. მაგრამ დღეს, როცა ჩვენი საზოგადოება სულიერ დეპრესიაში და კომჯუნისტების დროინდელ „კარგ ცხოვრებაზე“ ნოსტალგიაშია ჩაძირული, ჰაველის ესსე განსაკუთრებულ, ახლებურ აქტუალობას იძენს. როცა ქვეყანას საკუთარ უძლურების განცდა დაუფლებია, მას განსაკუთრებით სჭირდება შეხსენება, რომ ნაბმდვილი ძალა - თუნდაც პოლიტიკური, ან სამხედრო თვალსაზრისით, „უძალო“ ჩანდენ - პიროვნულ ღირსებაშია, ნათელ და მკაფიო მრწამშია, ამ მრწამსისათვისას არღალატის უნარშია. ამგვარ ძალას, უძალოთა ძალას, არასწორი გარემო პირობები არ სჭირდება. თუნდაც დღევანდელი ჩეხეთის - პოსტკომუნისტური სამყაროს შესაძლო ყველაზე „აწყობილი“ ქვეყნის - მაგალითი გვიჩვენებს, რომ სწორედ ეს ძალაა ის საფუძველი, რასაც ნორმალური სახელმწიფოებრივი და სოციალური ცხოვრება ეფუძნება.
Source: ჰაველ ვაცლავ ძალა უძალოთა / [თარგმანი ზეინაბ სარაძისა] ; მშვიდობის, დემოკრ. და განვ. კავკ. ინ-ტი - თბ., 1995 - 95გვ. ; 21სმ. - - პარალ. თავფურც. ინგ. ენ. - : ფ.ა., 1500ც.[MFN: 10882]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9