1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფრა ფრე ფრი ფრო ფრუ

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება

გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურეობათა განხორციელებას.
ფრენშაიზინგის ხელშეკრულება წარმოადგენს გრძელვადიან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულებას იღებს ანაზღაურების სანცვლოდ გადასცეს ფრენშაიზის მიმღებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტით სარგებლობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული უფლებები, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარმოების, შეძენის, გასაღების და საქმიანობის კონცეფცია, აგრეთვე შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა, სამეწარმეო საქმიანობის ჩვევები და განახორციელოს შესაბამისი საქონლის მიწოდება.
ფრენშაიზინგის ძირითადი არსი მდგომარეობს მეორე მხარისათვის ინტელექტუალური საკუთრების განსაკუთრებულ უფლებათა კომპლექსის გადაცემაში. ამ გზით მიღებული სავაჭრო ნიშანი, საფირმო თუ კომერციული სახელწოდება, პატენტი, ნოუ-ჰაუ საჭიროებს დადგენილი წესით რეგისტრაციას. ამიტომაც ხშირად ასეთი ხელშეკრულებები განიხილება როგორც სალიცენზიოხელშეკრულების ერთ-ერთი ნაირსახეობა. ამავდროულად ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ემსახურება ფრენშაიზის მიმცემის საფირმო ნიშნის ქვეშ არსებული საქონლისა და მომსახურების გასაღების ქსელის გაფართოებას და ამავე საფირმო ნიშნით ახალი სამეურნეო კომპლექსების შექმნას (მაღაზიები, რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.). სწორედ ეს გარემოება განასხვავებს ფრენშაიზინგს ჩვეულებრივი სალიცენზიო ხელშეკრულებებისაგან.
Source: ბიზნეს-მაცნე 2008 №6-7(15-16)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9