1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოფი ოფს ოფშ ოფც

ოფშორული ზონა

ითვლება ქვეყანა, ან ტერიტორია, რომლის კანონმდებლობაში ნებადართულია რეგისტრაციის ქვეყნის ან ტერიტორიის გარეთ მოქმედი წყაროებიდან მოგების მიმღები კომპანიის (ოფშორული კომპანიის) რეგისტრაცია. საერთაშორის ორგანიზაცია „ფინანსური სტაბილურობის ფორუმი“ ოფშორულ ზონას განსაზღვრავს, როგორც „იურისდიქციას, რომელიც არარეზიდენტების აქტივობის მაღალდონეს განაპირობებს“. ეს აქტივობა განპირობებულია გადასახადების თავიდან აცილების ან მათი შემცირების შესაძლებლობით. შესაბამისად, ოფშორული ბიზნესი გადასახადების თავიდან აცილების, ან მათი შემცირების და მოგების გადიდების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი ოფშორული ოპერაციაა, ანუ ესაა ბიზნესი, რომელიც ხორციელდება მოცემული იურისდიქციის საზღვრებს გარეთ, აქვსშემოსავლების უცხოურიწყარო და შეღავათიანი დაბეგვრა.
Source: ბიზნესი და კანონმდებლობა 2009 №11,– გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, – სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ნიკო ბაკაშვილი, ანზორ აბრალავა, ნოდარ ბაგრატიონი, სოსო ცისკარიშვილი, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, ლარისა თაკალანძე, მარინე კორძაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9