1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანტი იმანუელ

(24 აპრილი, 1724 წ.-12 თებერვალი, 1804 წ.) - თანამედროვეობის უდიდესი ფილოსოფოსი და კრიტიციზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ესწრაფვის.კანტის მთავარ შრომად „წმინდა გონების კრიტიკა“ ითვლება, რომელიც 1781 წელს გამოქვეყნდა და 11 წლის ინტენსიური მუშაობის შედეგს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კანტის ფილოსოფიური საქმიანობა ორ პერიოდად იყოფა: წინაკრიტიკულ (1770 წლამდე) და კრიტიკულ პერიოდებად. თავდაპირველად კანტი ფიზიკისა და ასტრონომიის ზოგადი პრინციპებით დაინტერესდა. ნიუტონით გატაცებულმა მისი გავლენით ჩამოააყალიბა ცნობილი ჰიპოთეზა პრიმიტიული ნისლოვანებიდან სამყაროთა ჩამოყალიბების შესახებ. შემდგომ ლაპლასის მიერ გავრცობილი ეს ჰიპოთეზა კანტ-ლაპლასის ჰიპოთეზის სახელით არის ცნობილი და შესულია კანტის 1755 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ბუნების უნივერსალური ისტორია და ცათა თეორია“. ამ პერიოდში კანტი ვოლფის რაციონალისტურ ფილოსოფიას იზიარებს და დიდ იმედებს ამყარებს ადამიანის გონების შესაძლებლობაზე, ჩასწვდეს რეალობას (დოგმატიზმი).კანტის აზროვნების კრიტიკული მიმართულება იწყება 1770 წელს შექმნილი შრომით de mundi sensibilis atque intelligibilis forma et principiis. თერთმეტწლიანი მედიტაციის შედეგად 1781 წელს ქვეყნდება „წმინდა გონების კრიტიკა“, რომელიც ადამიანის ცოდნის შესაძლებლობებსა და საზღვრებს ეხება. თავისი შედევრის, ამ ღრმა, მაგრამ ბუნდოვანი ნაშრომის, შედეგების წვდომის გასაადვილებლად კანტი 1783 წელს აქვეყნებს ნაშრომს „პროლეგომენები ნებისმიერი მომავალი მეტაფიზიკისათვის“, რომელსაც მეცნიერებად სურს თავის წარდგენა.კანტის შემდგომ თანამედროვე ფილოსოფიაში მიმართულებები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: ესაა იდეალიზმი, სპირიტუალიზმი და პოზიტივიზმი. იდეალიზმს ზოგადად ახასიათებს სულის შემოქმედებითობის, ანუ შემოქმედი ტრანსცენდენტალურობის კანტისეული პრინციპის განვითარება, ამ მხრივ იდეალიზმი გერმანულ რომანტიზმს ეთანხმება. სპირიტუალიზმი, მიუხედავად კანტის ცალკეულ მიგნებათა გამოყენებისა, კანტიანელობას უპირისპირებს თეორიულ დოქტრინას, რომელიც სასრულ რეალობაზე ამაღლებულ უმაღლეს ტრანსცენდენტალურ სულსა და მრავალ სასრულ სულს ამკვიდრებს. პოზიტივიზმი ემპირისტულ ტრადიციას ემხრობა და თანამედროვე მეცნიერების პროგრესს იყენებს, მაგრამ, ამასთან იღებს და ავითარებს გამოცდილების, როგორც კონსტატაციით მიღებული წმინდა ფაქტის, გადაულახაობის კანტისეულ პრინციპს.
Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9