1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კარგად დასაბუთებული შიში

E. well founded fear
1951 წლის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენცია აუცილებლად მიიჩნევს, რომ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელს გააჩნდეს დევნის კარგად დასაბუთებული შიში. სწორედ ამ საშიშროების გამო იმყოფება იგი თავისი მოქალაქეობის ქვეყნის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში გარკვეული სტანდარტები ჩამოყალიბდა. კერძოდ, შიშის დადგენის დროს აუცილებელია სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების დადგენა. სუბიექტური ფაქტორი აღნიშნავს აპლიკანტის (სტატუსის მაძიებელი პირის) ცნობიერებაში არსებულ შიშს, რაც უნდა დადგინდეს მის მიერ აღწერილი სრული სურათის მიხედვით. შიშის სუბიექტური მხარე დაკავშირებულია საშინელ მოგონებებთან, რაც პირმა დევნის დროს განიცადა (აგრეთვე წარმოდგენები მოსალოდნელი დევნის შესახებ). სტატუსის დამდგენი კომისია მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორებს არ აქცევს ყურადღებას. აპლიკანტი შეიძლება გადაჭარბებით აღიქვამდეს გარკვეულ პროცესებს და სრულიად უვნებელი მოვლენები დევნად მოეჩვენოს. ამისათვის საჭიროა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინება. უნდა გაირკვეს, რეალურად არსებობს თუ არა დევნის საშიშროება, აქვთ თუ არა მდევნელებს დევნის მიზანი. ტერმინს - “შიში“, შემოჰყავს სუბიექტური ფაქტორი აპლიკანტის მდგომარეობაში. მაგრამ ეს ტერმინი ცალკე არ გამოიყენება. მას ემატება ,,კარგად დასაბუთებული“. ეს კი ნიშნავს, რომ მხედველობაში მიიღება არა მარტო აპლიკანტის სულიერი მდგომარეობა, არამედ ისიც, რომ ეს სულიერი მდგომარეობა უნდა ემყარებოდეს ობიექტურ სიტუაციას. აშკარაა, რომ ტერმინი - “კარგად დასაბუთებული შიში“, შეიცავს სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებს, ასე რომ, პირის სტატუსის განხილვისას მხედველობაში მიიღება ორივე ელემენტი. ობიექტური მხარის დასადგენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს აპლიკანტის უსაფრთხოებისათვის უფროა საჭირო. თუ სტატუსის დამდგენი კომისია აპლიკანტის დევნის შესახებ ცნობებს პირის მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოფიციალურ ხელისუფლებას მოსთხოვს, ამან შეიძლება ხელისუფლებასა და აპლიკანტს შორის ურთიერთობები გაამძაფროს. საინტერესოა, როგორი სტანდარტი შეიმუშავეს საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოებმა და მტკიცების რა სტანდარტები მიიღეს სუბიექტური და ობიექტური მხარეების შეფასებისას. ამჯერად განვიხილოთ როგორ წარიმართა აშშ-ის სასამართლო პრაქტიკა.
Source: რამიშვილი ალ. ლტოლვილის სტატუსის დადგენა საერთაშორისო სამართალში, //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9